TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

შესნის შემდეგ, იუვე კონტრაქტის გაწყვეტას დე შილიოსთან გეგმავს

ვოიცეხ შესნის შემდეგ, იუვენტუსმა კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობა ამჯერად მატია დე შილიოსთან დაიწყო.

იტალიელი უკანახაზელის მიმდიანრე კონტრაქტი ტურინულ გრანდთან 2025 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა ის ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის, ამიტომ ბიანკონერის მისი ხელშეკრულების გაწყვეტა სურს.

დე შილიო იუვენტუსში სეზონში 2 მილიონს იღებს და იუვენტუსს იმედი აქვს, მასთან ხელშეკრულების ნაადრევად გაწყვეტა გუნდს მაქსიმუმ 1 მილიონი დაუჯდება.