იუვე დანსოს ტრანსფერზე გააქტიურდა
იუვენტუსი ცენტრალური მცველის ძიებას აგრძელებს და ბოლო დღეებში ლენსის უკანახაზელი კევინ დანსო ბიანკონერის პრიორიტეტთა სიაში დაბრუნდა.
ნიკოლო სკირას ცნობით, ფეიენორდი სეზონის ბოლომდე დავიდ ჰანცკოს გაყიდვაზე უარს ამბობს, ამიტომ იუვენტუსი მას ზაფხულში მიუბრუნდება, იანვარში კი ყველაზე რეალური სწორედ დანსოს გაფორმებაა.
იუვენტუსს 26 წლის ავსტრიელი ცენტრალური მცველის გაფორმება დაახლოებით 25-30 მილიონ ევროდ შეეძლება.