იუვე და ტურამი ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან
ბრიტანული გამოცემა TeamTalk-ის ცნობით, ხეფრენ ტურამი უახლოეს პერიოდში იუვენტუსთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
წყაროს ცნობით, ფრანგის მიმართ ინტერესს არაერთი ინგლისური გუნდი, მათ შორის ტოტენჰემი და ლივერპული იჩენდნენ, მაგრამ იუვენტუსი ტურამის გაყიდვას არ აპირებს.
ტურინული გრანდი ტურამთან კონტრაქტის 2030 წლამდე გახანგრძლივებას და მისი წლიური ხელფასის 3.5 მილიონ ევრომდე გაზრდას გეგმავს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
