იუვენტუსი და სენესი ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან
იუვენტუსსა და მარკოს სენესის შორის ჯერჯერობით პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება ვერ ხერხდება.
Tuttomercato-ს ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელი იუვენტუსში გადასვლის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ პრობლემა ფინანსური ასპექტებია.
იუვენტუსი მას 3-წლიან კონტრაქტსა და სეზონში გასამრჯელოს სახით 3 მილიონს სთავაზობს, 28 წლის მცველი კი თავის მხრივ სეზონში 5 მილიონ ევროს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
