TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე და პსჟ კოლო მუანის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებენ

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის რანდალ კოლო მუანის ტრანსფერზე მუშაობა გრძელდება.

წყაროს ცნობით, მხარეები ფრანგი ფორვარდის იუვენტუსში ტრანსფერის ორ ვარიანტს განიხილავენ.

პირველი მათგანი კოლოს არენდის 1 წლით გახანგრძლივებას გულისხმობს, მისი შემდგომში 40-45 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით.

მეორე ვარიანტი კი კოლოს არენდის გახანგრძლივებაა, თუმცა ამჯერად მისი გამოსყიდვის ვალდებულებით, თუმცა ამ შემთხვევაში ფრანგის ფასი დაახლოებით 30-35 მილიონი იქნება.

39 views
error: დაცული კონტენტი !