TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი და ნაპოლი ვერონას ტალანტისთვის იბრძოლებენ

იუვენტუსი და ნაპოლი ვერონას მარჯვენა მცველის ჯეკსონ ჩაჩუას ტრანსფერით ინტერესდებიან.

22 წლის ფეხბურთელმა სეზონის შესანიშნავი სტარტი აიღო და ალფრედო პედულას ინფორმაციით, კამერუნელი უკანახაზელის მიმართ ინტერესი ნაპოლიმ და იუვენტუსმა უკვე დააფიქსირეს.

წყაროს ცნობით, არ არის გამორიცხული, რომელიმე მათგანი ფეხბურთელის გაფორმებას და მის ვერონაში იჯარით დატოვებას უკვე ზამთარშივე ეცადოს, რაც სეზონის ბოლოს ზედმეტ კონკურენციას თავიდან აარიდებს.