TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი და მილანი გორეცკასთვის ბრძოლას აგრძელებენ

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსი ლეონ გორეცკას ტრანსფერზე აქტიურად მუშობას აგრძელებს.

წყაროს ცნობით, ტურინულ გრანდს კონკურენციას მილანი და რამდენიმე ევროპული გუნდი უწევს.

რომანოს თქმით, გორეცკას ამბიციურ გუნდში თამაში სურს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. ლეონი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, მაგრამ მისი აგენტის საკომისიოს, ბონუსებისა და მაღალი ხელფასის ფონზე, ფეხბურთელის გაფორმება საკმაოდ დიდ ინვესტიციასთან არის დაკავშირებული.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !