TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე და მაკკენი ახალი კონტრაქტის დეტალებზე კვლავ ვერ თანხმდებიან

იუვენტუსი ფეხბურთელებთან ახალი კონტრაქტების თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს და ბიანკონერის ერთ-ერთი პრიორიტეტი უესტონ მაკკენია, რომლის მიმდინარე ხელშეკრულება გუნდთან 2026 წლის ზაფხულში იწურება.

ტურინულ გრანდს ამერიკელი ფეხბურთელის შენარჩნება უნდა და გუნდში დარჩენის წინააღმდეგი არც თავად მაკკენია, მაგრამ მხარეებს შორის ჯერჯერობით ფინანსურ ასპექტებზე შეთანხმება ვერ ხერხდება.

SportItalia-ს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და იუვენტუსს იმედი აქვს, უახლოეს კვირებში მაკკენი ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

59 views
error: დაცული კონტენტი !