TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი და მილანი ფეხბურთელების ბარტერს განიხილავენ

იტალიური წყაროების ცნობით, იუვენტუსი და მილანი უესტონ მაკკენისა და ალექსის სალემაკერსის ბარტერს განიხილავენ.

ამერიკელი ფეხბურთელი ტურინული გრანდის გეგმებში არ შედის და მისი გუნდიდან წასვლა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადაწყვეტილია, იმავეს თქმა შეიძლება სალემაკერსზე, ვისი ტურინში ნახვაც პირადად ტიაგო მოტას სურს.

Calciomercato-ს ცნობით, მილანის ამერიკელი მფლობელები პულისიკისა და მუსას შემდეგ გუნდში კიდევ ერთი ამერიკელი ფეხბურთელის ხილვის წინააღმდეგები არ არიან. ბარტერის შემთხვევაში, იუვენტუსი მილანისგან დაახლოებით 8-9 მილიონის დამატებას მოითხოვს…