TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე და ინტერი სევილიას ფორვარდით ინტერესდებიან

ესპანური გამოცემა Todofichajes-ის ინფორმაციით, იუვენტუსი და ინტერი სევილიას ფორვარდის დოდი ლუკებაკიოს ტრანსფერით ინტერესდებიან.

იუვენტუსი ვიცე-ვლაჰოვიჩის ძიებაშია, ინტერი კი თავის მხრივ მარკუს ტურამის პოტენციურ შემცვლელს ეძებს და წყაროს ცნობით, იტალიური გრანდების ერთ-ერთი სამიზნე სწორედ სევილიას შემტევი იქნება.

გამოცემის ინფორმაციით, ესპანური გუნდი 27 წლის ბელგიელი ფორვარდის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება და მის სანაცვლოდ დაახლოებით 15 მილიონს ითხოვს.