იუვე და ჩელსი ვეიგას თაობაზე შეხვედრას მომდევნო კვირაში გამართავენ
იუვენტუსის უკანახაზელის რენატუ ვეიგას მომავალი მომდევნო კვირაში გაირკვევა.
პორტუგალიელი ფეხბურთელი ტურინულ გრანდში იჯარის წესით იმყოფება და ბიანკონერის მისი შენარჩნება სურს, თუმცა ჩელსისთან ჯერჯერობით საერთო ენის გამონახვა ვერ ხერხდება.
ლონდონელებს ვეიგას იჯარით გაშვება აღარ სურთ და მის სანაცვლოდ 40-45 მილიონს ითხოვენ, იუვენტუსი კი ფეხბურთელის არენდის გახანგრძლივებას იმედოვნებს, ამჯერად მისი გამოსყიდვის პერსპექტივით.
SportMediaset-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და ჩელსის შორის შეხვედრა მომდევნო კვირაშია ჩანიშნული და მხარეები საერთო ენის გამონახვას ეცდებიან.

 
                 
                 
                