იუვე ჩელსის მცველის ტრანსფერით ინტერესდება
იუვენტუსი დაცვის გასაძლიერებლად შესაბამისი კანდიდატების ძიებას აგრძელებს და კრისტიანო ჯუნტოლის სამიზნეების სიას ჩელსის ფეხბურთელი აქსელ დისასი შეუერთდა.
26 წლის ფრანგ ფეხბურთელს როგორც ცენტრში, ასევე მარჯვენა ფლანგზე შეუძლია თამაში, ამიტომ ის დაცვის ხაზის გასაძლეირებლად იდეალური კანდიდატია.
დისასი ჩელსის რიგებში ძირითადის წევრად არ მოიაზრება, ამიტომ ლონდონელები მისი გაყიდვის წინააღმდეგები არ იქნებიან. იუვენტუსი მისი იჯარით გაფორმებას ეცდება, შემდგომში 20-25 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით.