იუვე ჩელსის ფორვარდით ინტერესდება
იუვენტუსი ჩელსის ფორვარდის ნიკოლას ჯეკსონის ტრანსფერით ინტერესდება.
სენეგალელი ფეხბურთელი იჯარის წესით ბაიერნში თამაშობს, თუმცა გერმანული გრანდი მის გამოსყიდვას არ აპირებს და ის ზაფხულში ლონდონში დაბრუნდება, თუმცა ის არც ჩელსის გეგმებში შედის და ფეხბურთელის აგენტი ახალი გუნდის ძებნას უკვე შეუდგა.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მის მიმართ ინტერესს იუვენტუსი და მილანი იჩენენ. იტალიური გრანდები 24 წლის ფეხბურთელის იჯარით გაფორმებას ეცდებიან, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
