ოფიციალურად: იუვენტუსი ახალ მაისურებს ხვალ წარადგენს
იუვენტუსმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხვალ მომდევნო სეზონის მაისურების პრეზენტაცია გაიმართება.
ოფიციალური წყაროს ინფორმაციით, პრეზენტაცია თბილისის დროით 12 საათზე შედგება.
მოსალოდნელია, რომ ახალ მაისურთან ერთად, იუვენტუსი მაისურის ახალ მთავარ სპონსორსაც გააოფიციალურებს.