იუვენტუსი ანტონის ტრანსფერით ინტერესდება
იუვენტუსი მანჩესტერ იუნაიტედის შემტევის ანტონის ტრანსფერით ინტერესდება.
ბრაზილიელი ფეხბურთელი იანვარში იჯარის წესით რეალ ბეტისის რიგებს შეუერთდა, სადაც მან თავი შესანიშნავად წარმოაჩინა.
25 წლის ფეხბურთელმა ესპანური გუნდის რიგებში ჩატარებულ 22 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, რითიც არაერთი გუნდის ინტერესი დაიმსახურა.
Football Espana-ს ცნობით, ანტონის მიმართ ინტერესს ატლეტიკო, ბეტისი, იუვენტუსი და ვილიარეალი იჩენენ. მისი გაფორმება დაახლოებით 25 მილიონად იქნება შესაძლებელი.

 
                 
                 
                