იუვენტუსი ანგისას ტრანსფერით ინტერესდება
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი ანტონიო კონტეს გუნდში მისვლისთვის უკვე ემზადება და სატრანსფერო ფანჯარასაც შესაბამისად გეგმავს.
Calciomercato-ს ინფორმაციით, ტურინული გრანდი ნაპოლის ნახევარმცველის ძამბო ანგისას ტრანსფერით ინტერესდება, ვინც მიმდინარე სეზონში ანტონიო კონტეს გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ.
29 წლის კამერუნელის ფასი დაახლოებით 30-35 მილიონია, რისი გადახდაც იუვენტუსს არ გაუჭირდება, თუმცა პრობლემა დე ლაურენტისის პოზიციაა, ვისაც კონკურენტის გაძლიერება არ სურს…