იუვე ალისონის აგენტს უახლოეს დღეებში შეხვდება
რომეო აგრესტის ინფორმაციით, იუვენტუსი და ალისონის აგენტი კიდევ ერთ შეხვედრას უახლოეს პერიოდში გამართავენ.
წყაროს ცნობით, მხარეები პირადი კონტრაქტის ბოლო დეტალების შეთანხმებას ეცდებიან, რის შემდეგაც მოლაპარაკებები უშუალოდ გუნდებს შორის დაიწყება.
მოსალოდნელია, რომ ალისონი იუვენტუსთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და გასამრჯელოს სახით 5 მილიონს მიიღებს. ლივერპული ბრაზილიელის სანაცვლოდ დაახლოებით 15 მილიონ ევროს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
