TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუგოვიჩი:“ იუვენტუსმა ვლაჰოვიჩი უნდა შეინარჩუნოს, ილდისი ?…“

ლეგენდარულმა ვლადიმირ იუგოვიჩმა იუვენტუსს დუშან ვლაჰოვიჩის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

„იუვენტუსი ახალი ფორვარდის ძიებაში ? ვფიქრობ, ტურინელებმა ვლაჰოვიჩი უნდა შეინარჩუნონ და ფსონი მასზე გააკეთონ. მან სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, უკვე 8 გოლი გაიტანა და შეუძლია, თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო იყოს. ის ჯერ მხოლოდ 24 წლის არის და განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

„ილდისი ? ის უნიჭიერესი ფეხბურთელია, თუმცა უფრო სტაბილური უნდა გახდეს. ის არის იდეალურ ადგილას და აქვს შექმნილი ყველა პირობა იმისთვის, რომ თავისი პოტენციალი სრულად წარმოაჩინოს.“