იტალია ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების დაკარგვის პირას არის
იტალიამ შესაძლოა ევროპის 2032 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება დაკარგოს.
ტურნირს თურქეთმა და იტალიამ ერთად უნდა უმასპინძლონ, თუმცა პრობლემა იტალიაში ინფრასტრუქტურის მხრივ არსებული სერიოზული პრობლემებია.
მირკო ნიკოლინოს ინფორმაციით, იტალიაში ერთადერთი სტადიონი რომელიც UEFA-ს სტანდარტებს აკმაყოფილებს იუვენტუსის Allianz Stadium-ია. წყაროს ცნობით, UEFA-მ იტალიას 5 თვე მისცა, რომ სიტუაცია რადიკალურად გამოასწოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში იტალია მასპინძლის სტატუსს დაკარგავს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
