ისმაილის აგენტმა კლიენტის იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
გასულ კვირებში იუვენტუსს არაერთი მცველი, მათ შორის ემპოლის არდიან ისმაილი დაუკავშირეს.
ამ თემაზე კომენტარი ფეხბურთელის აგენტმა გააკეთა.
„არდიანი იუვენტუსს არაერთხელ დაუკავშირეს, მაგრამ ტურინელთა მხრიდან არანაირი ინტერესი არ არსებობს. მოტას ის არც ბოლონიაში სურდა და არ მგონია, რომ იუვენტუსში რაიმე შეიცვალოს.“