TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იოვიჩი იუვეს შეტევის გაძლიერების ერთ-ერთი კანდიდატია

დანიელე ლონგოს ინფორმაციით, მილანის ფორვარდი ლუკა იოვიჩი იანვარში იუვენტუსის ერთ-ერთი სამიზნე იქნება.

არკადიუშ მილიკის განმეორებითი ოპერაციის შემდეგ, იანვარში ტურინულ გრანდს სათადარიგო ფორვარდის გაფორმება მოუწევს და წყაროს ცნობით, სერბი შემტევი ბიანკონერის ერთ-ერთი ფავორიტი სამიზნეა.

იოვიჩი მილანში სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და ზამთარში გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი. დიდია ალბათობა, მილანმა მისი იჯარით გაშვებაზე თანხმობა განაცხადოს.