ინტერს სერია ბ-ში დაქვეითება ემუქრება…
იტალიური მედიის ცნობით, ინტერი სერიოზულ ფინანსურ სკანდალში გაეხვა და თუ არსებული ცნობები დადასტურდა, ნერაძურის სერია ბ-ში დაქვეითება ემუქრება.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ინტერმა 2016-19 წლებში ფიქციური სპონსორებისგან 300 მილიონ ევროზე მეტი მიიღო, რითიც გუნდმა ფინანსური Fair Play-ს გამო არსებულ პრობლემებს თავი დააღწია.
წყაროს ცნობით, არსებობს ეჭვი, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ინტერს ხელს აფარებდა და მეტიც, საქმეში მაფიოზებთან დაკავშირებული ულტრასებიც ფიგურირებენ.
ჯერჯერობით არც იტალიის ფეხბურთის ფედერაციას, არც ინტერს ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.