ინტერი იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელით ინტერესდება
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ინტერი სასუოლოს მცველის ტარიკ მუჰარემოვიჩის ტრანსფერით ინტერესდება.
22 წლის ფეხბურთელი იუვენტუსის NextGen-ის პროდუქტი გახლავთ. ის სასუოლოს გასულ ზაფხულს 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, მისი შემდგომში გაყიდვის შემთხვევაში კი ბიანკონერი სრული თანხის 50 პროცენტს მიიღებს.
წყაროს ცნობით, სასუოლო ბოსნიელის სანაცვლოდ 10-15 მილიონ ევროს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                