ინტერი მუჰარემოვიჩის ტრანსფერის დახურვასთან ახლოს არის
ინტერსა და სასუოლოს შორის ტარიკ მუჰარემოვიჩის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები აქტიურად გრძელდება.
ნიკოლო სკირას ცნობით, ნერაძური ბოსნიელი მცველის 1-წლიანი იჯარით გაფორმებას გეგმავს, რის სანაცვლოდაც ინტერი 4-5 მილიონს გადაიხდის, მისი შემდგომში დაახლოებით 27-28 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის ვალდებულებით.
იუვენტუსი მუჰარემოვიჩის გაყიდვიდან სრული თანხის 50 პროცენტს მიიღებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
