ინტერი კამბიაზოს ტრანსფერით ინტერესდება
იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუიჯი ლონგარის ინფორმაციით, ანდრეა კამბიაზოს ერთ-ერთი მსურველი მილანის ინტერია.
წყაროს ცნობით, ნერაძური დენზელ დუმფრისის შემცვლელის ძიებაშია და მათი პრიორიტეტი ატალანტას მარკო პალესტრაა, თუმცა თუ ბერგამოელებთან შეთანხმება ვერ შედგა, ინტერი კამბიაზოზე გადაერთვება.
ლონგარის თქმით, ინტერი ტრანსფერში კარლოს აუგუსტოს ან დავიდე ფრატეზის ჩართვას ეცდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
