ინგლისური გუნდები მაკკენის ტრანსფერით ინტერესდებიან
უესტონ მაკკენი მიმდინარე სეზონში ტიაგო მოტას გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და მისი კარგი თამაში არც სხვა გუნდებს გამოპარვიათ.
Tuttosport-ის ინფორმაციით, მაკკენის მიმართ ინტერესს რამდენიმე ინგლისური გუნდი იჩენს, მათი წარმომადგენლები Allianz Stadium-ზე უესტონის მატჩებს უკვე დაესწრნენ და სეზონის ბოლოს ფეხბურთელის გაფორმებას ეცდებიან.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი მაკკენის გაყიდვას არ აპირებს და მასთან ახალი კონტრაქტის თაობაე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომლის მიხედვითაც ამერიკელი ტურინულ გრანდში 2028 წლამდე დარჩება.