TuttoJuve

Juve per sempre sarà

ილდისისთვის მანჩესტერ იუნაიტედიც იბრძოლებს

გამოცემა Todofichajes-ის ინფორმაციით, კენან ილდისის მსურველთა გრძელ სიას მანჩესტერ იუნაიტედიც შეუერთდა.

წყაროს ცნობით, 20 წლის თურქი ტალანტის ტრანსფერით ევროპული გრანდების უმეტესობა ინტერესდება და სეზონის ბოლოს მის გაფორმებას ეცდებიან.

გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი თავის მხრივ ილდისს გუნდის პროექტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წევრად და ხელშეუხებელ ფეხბურთელად მოიაზრებს. ბიანკონერი თურქის ახალ კონტრაქტზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს და მისი გაყიდვა ამ ეტაპზე არც კი განიხილება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !