ილდისი, მაკკენი და კონსეისაუ გუნდთან ერთად ვარჯიშობენ
კენან ილდისი, უესტონ მაკკენი და ჩიკო კონსეისაუ დღეს გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ და არის იმის შანსი, რომ სამივე მათგანმა მომევნო მატჩში გუნდის დახმარება შეძლოს.
მილანთან გამარჯვების შემდეგ, იუვენტუსი მიმდინარე წელს ჩემპიონთა ლიგაზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს და ამას გასვლაზე ბრიუგეს წინააღმდეგ გააკეთებს.
ჯოვანი ალბანეზეს ცნობით, ილდისმა, მაკკენიმ და კონსეისაუმ სრული დატვირთივთ ივარჯიშეს და სავარაუდოდ ისინი გუნდის განაცხადში მოხვდებიან.
აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად ვარჯიშობს კოლო მუანიც, ვისი ტრანსფერიც ჯერჯერობით პსჟ-ში არსებული ტექნიკური პრობლემების გამო გაოფიციალურებული არ არის, მაგრამ ის უახლოეს დღეებში ბიანკონერის რიგებს ოფიციალურად შეუერთდება.