TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ილდისი იუვენტუსისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელია

გასულ დღეებში იუვენტუსის ტალანტის კენან ილდისის მიმართ ინტერესი არაერთმა გუნდმა გამოთქვა, თუმცა ტურინული გრანდი მის გაყიდვას არ აპირებს.

მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ მომდევნო თვეებში იუვენტუსი კენანის სანაცვლოდ არაერთ მნიშვნელოვან წინადადებას მიიღებს, თუმცა ამ მომენტისთვის ის ხელშეუხებელ ფეხბურთელად მოიაზრება.

კენანს ტურინულ გრანდთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ის ტიაგო მოტას ერთ-ერთ წამყვანი ფეხბურთელია.

error: დაცული კონტენტი !