ჰოიბერგი იანვარში პრიორიტეტულ სამიზნედ რჩება
იუვენტუსის პრიორიტეტი იანვარში პლეიმეიკერის გაფორმება იქნება და იუვენტუსის მთავარი სატრანსფერო სამიზნე პიერ-ემილ ჰოიბერგია.
ტურინული გრანდი 30 წლის ფეხბურთელს მისი გამოცდილების, კლასისა და შედარებით დაბალი სატრანსფერო ფასის ფონზე გუნდის გასაძლიერებლად იდეალურ კანდიდატად მოიაზრებს.
პრობლემა ამ მომენტისთვის მარსელის მთავარი მწვრთნელის რობერტო დე ძერბის პოზიციაა, ვისაც ფეხბურთელის იანვარში გაშვება არ სურს, მაგრამ იუვენტუსი ჰოიბერგის დარწმუნებას და მარსელთან მოლაპარაკებების დაწყებას ეცდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
