ჰიულმანდი იუვენტუსის პრიორიტეტი სამიზნეა
იუვენტუსი ნახევარმცველის ძიებას აგრძელებს და ფაბრიციო რომანოს ცნობით, ბიანკონერის პრიორიტეტი სპორტინგის მორტენ ჰიულმანდია.
წყაროს ცნობით, იუვენტუსსა და სპორტინგს შორის აქტიური მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყება, რაც პორტუგალიელები ვიქტორ გიოკერეშის გაყიდვაზე მუშაობას დაასრულებენ.
იუვენტუსი ჰიულმანდის 35-40 მილიონად გაფორმებას იმედოვნებს, თუმცა პირველ რიგში გუნდს დუგლას ლუისის გაყიდვა მოუწევს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
