ჰეისენი რეალს უახლოვდება, იუვენტუსი თანხის 10 პროცენტს მიიღებს
ესპანური წყაროების ინფორმაციით, ბორნმუთის მცველი დინ ჰეისენი რეალში ტრანსფერთან ახლოს არის.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბლანკოსი ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადაიხდის, საიდანაც 10 პროცენტი – 6 მილიონი ევრო იუვენტუსის წილი იქნება.
შეგახსენებთ, იუვენტუსმა 20 წლის ფეხბურთელი გასულ ზაფხულს ბორნმუთში 15.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვა.
