გულამი:“ იუვე მომდევნო სეზონიდან ყველას გაანადგურებს…“
ნაპოლის ყოფილმა მცველმა ფაუზი გულამიმ Sky Sport-თან იუვენტუსის შესახებ ისაუბრა.
„იუვენტუსს ახალ პროექტი აქვს, ახალ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს ადაპტაციისთვის დრო სჭირდებათ, თუმცა მომდევნო სეზონიდან ტურინელები ყველას გაანადგურებენ.
„რატომ ვფიქრობ ასე ? პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს იუვენტუსია, იტალიის და ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი, ამ ყველაფერს კი კრისტიანო ჯუნტოლის ფაქტორი ემატება, მე მას კარგად ვიცნობ, ის თავის საქმეში ერთ-ერთი საუკეთესოა.
„ჯუნტოლის ნაპოლიში მოყავდა სრულიად უცნობი ფეხბურთელები, 1 სეზონში კი მათი ფასი 50-60 მილიონი იყო. მას გამარჯვებული გუნდის აშენება შეუძლია.“