TuttoJuve

Juve per sempre sarà

გონსალესის იუვენტუსში ტრანსფერი უახლოეს საათებში დაიხურება

იტალიური მედიის ცნობით, ნიკო გონსალესის იუვენტუსში ტრანსფერი მომდევნო 48 საათში დაიხურება.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლი გუნდთან ერთად შვედეთში, სადაც ბიანკონერი ატლეტიკოს დაუპირისპირდება, არ გაემგზავრა და ერთდროულად რამდენიმე ტრანსფერის დახურვაზე მუშაობს.

წყაროს ცნობით, გონსალესი იუვენტუსს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით, საერთო ჯამში ფლორენციელები 30 მილიონ ევროს მიიღებენ.

გონსალესის შემდეგ, იუვენტუსი ტეუნ კოპმეინერსზე გადაერთვება და მისი ტრანსფერის საბოლოოდ დახურვას ეცდება.

31 views
error: დაცული კონტენტი !