TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გონსალესი დერბიში იუვეს განკარგულებაში იქნება

ლილთან მატჩის შემდეგ, იუვენტუსი ტურინული დერბისთვის ემზადება და დიდი ალბათობით ამ შეხვედრაში ტიაგო მოტას განკარგულებაში ნიკო გონსალესი დაბრუნდება.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელი ხვალიდან გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს და Derby della Mole-ში იუვეს განაცხადში მოხვდება.

შეგახსენებთ, შეხვედრა Allianz Stadium-ზე 9 ნოემბერს გაიმართება, რის შემდეგაც სანაკრებო პაუზა დაიწყება.