გადამწყვეტი საათები ვლაჰოვიჩს მომავალთან დაკავშირებით…
იტალიური მედიის ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს საათებში მიიღებს.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ლუჩიანო სპალეტი სერბის შენარჩუნების იმედს არ კარგავს, თუმცა სანაცვლოდ დუშანს ტურინული გრანდის პირობების მიღება მოუწევს.
გამოცემის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ვლაჰოვიჩის წინ ორი არჩევანია: შემცირებული ხელფასით იუვენტუსში დარჩენა, თუ ბეშიქთაშში გადასვლა, სადაც მას 3-წლიანი კონტრაქტი და სეზონში გასამრჯელოს სახით 10 მილიონი ელოდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
