გატი მოედანზე ბრუნდება, მაგრამ მისი მომავალი ტურინში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
იტალიური მედიის ინფორმაციით, ფედერიკო გატი მოედანზე დაბრუნებასთან ახლოს არის.
თითქმის 2-თვიანი პაუზის შემდეგ, იტალიელი ფეხბურთელი უახლოეს დღეებში სრული დატვირთვით ვარჯიშს განაახლებს და დიდია ალბათობა, მომდევნო მატჩში ბიანკონერის განაცხადში დაბრუნდეს.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მწყობრში დაბრუნების მიუხედავად, გატი დიდი ალბათობით შეზღუდულ სათამაშო დროს მიიღებს, რადგან ფედერიკო სპალეტისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად არ მოიაზრება.
გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი შესაბამისი წინადადების შემთხვევაში გატის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება. მას მსურველები როგორც იტალიაში, ასევე ინგლისში ჰყავს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
