გატი:“ იუვენტუსის კაპიტნობა უდიდესი პატივია“
იუვენტუსის მცველმა ფედერიკო გატიმ კომოსთან მატჩის წინ (შეხვედრის ლინკები იხილეთ აქ) კომენტარი გააკეთა.
„კაპიტანის სამკლაური ? ვფიქრობ, იუვენტუსის კაპიტანის სამკლაურით თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა და მე ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს გუნდის კაპიტნობის პატივი მხვდა წილად.
„ჩვენი ამბიციები ? გუნდში ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა, ჩვენ გვაქვს ახალი იდეები და თამაშის სტილი, თუმცა იუვენტუსის ამბიციები უცვლელია, ჩვენ მოედანზე მაქსიმალური მონდომებით უნდა გავიდეთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ.“