TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გასპერინიმ რომასთან მოლაპარაკებები დროებით შეაჩერა და იუვენტუსის მოლოდინშია

გამოცემა Goal Italia-ს ინფორმაციით, ჯან პიერო გასპერინიმ რომასთან მოლაპარაკებები დროებით შეაჩერა და იმედი აქვს, უახლოეს საათებში იუვენტუსისგან წინადადებას მიიღებს.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ანტონიო კონტემ ნაპოლიში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო, ამიტომ ტურინულ გრანდს მისი ალტერნატიული ვარიანტების ძებნა უწევს.

იუვენტუსის სიაში ერთ-ერთი მთავარი სახელი სწორედ გასპერინია, ვინც იუვენტუსში წლების განმავლობაში მუშაობდა და ტურინული გრანდის ქომაგი გახლავთ. გამოცემის ინფორმაციით, გასპერინი იუვენტუსის წინადადებას 24-48 საათი დაელოდება, რის შემდეგაც რომას წინადადებას დათანხმდება…

error: დაცული კონტენტი !