TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გასპერინი:“ ვფიქრობ, მე და ატალანტას განსხვავებული მიზნები გვაქვს“

ატალანტას მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ, ვინც იუვენტუსის ერთ-ერთ პოტენციურ სამიზნედ მოიაზრება, ლა დეას შესაძლო დატოვების თაობაზე კომენტარი გააკეთა.

„ვფიქრობ, მე და ატალანტას სრულიად განსხვავებული მიზნები გვაქვს. 9 წლის განმავლობაში პირველად ვგრძნობ, რომ ამ შედეგის განმეორება ძალიან რთული იქნება.

„ხალხს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა მარტივი ჰგონიათ, მაგრამ ეს ასე არ არის და მე საკუთარ თავში დარწმუნბული არ ვარ, რომ მომდევნო სეზონში იმავეს განმეორებას შევძლებ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ გუნდს სავარაუდოდ არაერთი წამყვანი ფეხბურთელი დატოვებს.

„სამწუხაროა, რომ 9 წლის განმავლობაში პირველად, ჩვენი ამბიციემი მცირდება და არ ვიცი, მინდა თუ არა მე ამის მიღება.“

შეგახსენებთ, ჯან პიერო გასპერინი წლების განმავლობაში იუვენტუსის რიგებში ჯერ ფეხბურთელის, შემდეგ კი მწვრთნელის ამპლუაში ირიცხებოდა.

error: დაცული კონტენტი !