ფიორენტინას მაკკენის ტრანსფერში კონკურენციას გალათასარაი გაუწევს
იუვენტუსის ნახევარმცველის უესტონ მაკკენის მიმართ ინტერესი თურქულმა გალათასარაიმ დააფიქსირა.
ამერიკელ ფეხბურთელს, ვინც ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის, გასულ კვირებში აქტიურად ფიორენტინას უკავშირებდნენ, Tuttomercato-ს ინფორმაციით კი მის თაობაზე ინფორმაცია გალათასარაიმაც გამოითხოვა.
იუვენტუსი მაკკენის გაყიდვას დაახლოებით 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გეგამვს, რისი გადახდაც თურქებისთვის პრობლემა არ უნდა იყოს.