გალათასარაი ბრემერის მიმართ ინტერესს არ კარგავს
გალათასარაი უმაღლესი დონის მცველის ძიებაშია და მათ პრიორიტეტად გლეისონ ბრემერი რჩება.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, თურქული გუნდი ბრაზილიელს წლიურად 8 მილიონ ევროს სთავაზობს და ამით მის დარმწუნებას ცდილობს, მაგრამ ბრემერის პრიორიტეტი იუვენტუსში დარჩენაა.
ბრემერის უარის ფონზე, გალათასარაი ბოლონიასთან ჯონ ლუკუმის თაობაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს, ბოლონია მის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
