TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ფიორენტინა მაკკენის გაფორმებასთან ახლოს არის

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები უესტონ მაკკენისა და ფიორენტინას შორის პოზიტიურად მიმდინარეობს.

წყაროს ცნობით, იებმა იუვენტუსთან ამერიკელი ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ბიანკონერი დაახლოებით 12-13 მილიონ ევროს მიიღებს.

გამოცემის ინფორმაციით, ფიორენტინა მაკკენისთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებას ცდილობს, რის შემდეგაც ამერიკელი ფლორენციაში გადაბარგდება.