ფიორენტინამ შესაძლოა ფაჯოლის გამოსყიდვაზე უარი თქვას
იტალიური მედიის ინფორმაციით, ფიორენტინამ შესაძლოა ნიკოლო ფაჯოლი არ გამოისყიდოს.
ფაჯოლი ფლორენციულ გუნდს იანვარში 6-თვიანი იჯარით შეუერთდა, მისი შემდგომში 14 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც ფლორენციული გუნდის ევროპულ ჩემპიონატებზე მოხვედრის შემთხვევაში სავალდებულო გახდება.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ფიორენტინას ხელმძღვანელობა ნიკოლო ფაჯოლის არასტაბილური თამაშით უკმაყოფილოა, ამიტომ არის ალბათობა, რომ სეზონის ბოლოს მის გამოსყიდვაზე უარი თქვას და ფეხბურთელი ტურინში დააბრუნოს…
