TuttoJuve

Juve per sempre sarà

ფაჯოლი იტალიის ნაკრების განკარგულებაში დაბრუნდა

იუვენტუსის და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი ნიკოლო ფაჯოლი მომდევნო მატჩში ლუჩიანო სპალეტის განკარგულებაში ბრუნდება.

ფაჯოლიმ ალბანეთთან გამართული მატჩი ფიზიკური პრობლემების გამო გამოტოვა, მაგრამ მან გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა და მომდევნო შეხვედრაში გუნდის დახმარებას შეძლებს.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის მოქმედი ჩემპიონი მომდევნო მატჩს ესპანეთის წინააღმდეგ 20 ივნისს გამართავს.

error: დაცული კონტენტი !