ფაჯოლი ფიორენტინას უახლოვდება
იუვენტუსი და ფიორენტინა ნიკოლო ფაჯოლის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან.
SportItalia-ს ცნობით, იტალიელი ნახევარმცველი ფლორენციულ გუნდს 6-თვიანი იჯარით შეუერთდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით.
მხარეები გამოსასყიდი თანხის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ და სავარაუდოდ იუვე ნიკოლოს სანაცვლოდ დაახლოებით 18-20 მილიონ ევროს მიიღებს.
ფიორენტინამ ფაჯოლისთან 5-წლიანი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.