ევერტონი იანვარში ვლაჰოვიჩის გაფორმებას ეცდება
გამოცემა Tuttomercato-ს ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩის გაფორმების სურვილი კიდევ ერთმა ინგლისურმა გუნდმა, ამჯერად ევერტონმა გამოთქვა.
წყაროს ცნობით, ინგლისელები ვლაჰოვიჩის იანვარში გაფორმებას ეცდებიან, რადგან ზაფხულში მისი უფასოდ გაფორმებისთვის მოსალოდნელი დიდი კონკურენციის თავიდან არიდება სურთ.
იუვენტუსი იანვარში ვლაჰოვიჩის 15-20 მილიონად გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება, თუმცა სავარაუდოდ სერბი ზამთარში ტრანსფერზე უარს იტყვის და გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, რითიც მას ფინანსურად უკეთესი კონტრაქტის მიღება გაცილებით გაუმარტივდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
