ევერტონი მაკკენის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს
Calciomercato-ს ინფორმაციით, ევერტონი იუვენტუსის ნახევარმცველის უესტონ მაკკენის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
წყაროს ცნობით, ინგლისელები ამერიკელი ნახევარმცველის სანაცვლოდ მოთხოვნილი 17-18 მილიონი ევროს გადახდის წინააღმდეგები არ არიან, თუმცა პრობლემა მაკკენის მაღალი ხელფასია.
უესტონი ტურინულ გრანდში სეზონში 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ინგლისელებისგან კი წლიურად 6-6.5 მილიონს ითხოვს, რის გადახდაც ევერტონი ამ მომენტისთვის არ აპირებს.