TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ევერტონი მაკკენის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 18 დღე რჩება, უესტონ მაკკენის ბედი კი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

ამერიკელი ფეხბურთელი ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის, ამიტომ კრისტიანო ჯუნტოლი ფეხბურთელის გაყიდვას ცდილობს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ბოლო დღეებში მაკკენის ტრანსფერზე ყველაზე აქტიურად ევერტონი მუშაობს, ინგლისელებს მოთხოვნილი 15 მილიონის გადახდა არ გაუჭირდებათ, თუმცა პრობლემა ფეხბურთელის მიერ მოთხოვნილი ხელფასი – 5 მილიონი ევროა.

მაკკენის მიმართ ინტერესს არ კარგავს ფიორენტინაც, მაგრამ ფლორენციელები მაკკენის ეკონომიკური მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებენ.