ევერტონი ჰოლმის ტრანსფერით ინტერესდება
ევერტონი ბოლონიას ფეხბურთელის ემილ ჰოლმის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს.
შვედი ფეხბურთელი იჯარის წესით იუვენტუსში ასპარეზობს და ტურინელებს მისი 15 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეუძლიათ, თუმცა ამ მომენტისთვის ბიანკონერი ჰოლმის შენარჩუნებას არ აპირებს.
Calciomercato-ს ცნობით, თუ იუვენტუსმა მის გამოსყიდვაზე უარი თქვა, ევერტონი შვედის გაფორმებას ეცდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
